2015-04-23

თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა კათედრის დაარსებიდან 40 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი და უკრაინისტიკის ცენტრი გიწვევთ თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა კათედრის დაარსებიდან 40 წლისთავისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც ჩატარდება  2015 წლის  30 ოქტომბერს.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2015 წლის 5 ივლისამდე უნდა გამოაგზავნონ თეზისები და შევსებული სარეგისტრაციო ფორმა  ელექტრონული ფოსტით  შემდეგ მისამართზე: ekaterine.navrozashvili@tsu.ge

თეზისის მოცულობა
არაუმეტეს 250 სიტყვისა,  ტექსტი აკრეფილი Sylfaen -ით, ზომა 12 ;

სარეგისტრაციო ფორმა

Print

« იხ. ყველა სიახლე