2017-11-19

გაცვლითი პროგრამები ჯეძიანის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტში (ჩინეთი)

ცხადდება კონკურსი თსუ ბაკალავრიატის მესამე, მეოთხე, მეხუთე სემესტრის სტუდენტებისათვის ჯეძიანის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტის მიერ (ჩინეთი) შემოთავაზებულ კურსებზე სასწავლებლად.

სასწავლო პროგრამების ჩამონათვალი იხილეთ დანართში1

კურსის ხანგრძლივობა:
ერთი სემესტრი (2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი)

სტიპენდია მოიცავს:
მიმღები უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებულია მხოლოდ უფასო სწავლა, ყველა სხვა ხარჯი (საერთაშორისო გადაადგილების, სავიზო მოსაკრებელი, დაზღვევა, კვება, სტუდენტური საცხოვრებელი; სასწავლო მასალები, რეგისტრაციის მოსაკრებელი) სტუდენტმა თავად უნდა დაფაროს.

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
ინგლისური ენის ინსტიტუციონალური ტესტირება (2017 წლის 3 და 9 ოქტომბერი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დაიშვებიან მხოლოდ ის სტუდენტები, რომლებმაც ინგლისური ენის ტესტში მიიღეს მინიმუმ  71 ქულა);
დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
სტიპენდიატთა საბოლოო შერჩევა (მასპინძელი უნივერსიტეტი).

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

პასპორტის ასლი;
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე);
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე);
ნიშნების ამონაწერი (GPA-ის მითითებით, ქართულ ენაზე);
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა).

დაინტერესებულმა სტუდენტებმა 24 ნოემბრის 16:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში; თითოეული დოკუმენტი დაასკანერეთ ცალ-ცალკე და დაარქვით შესაბამისი სახელი) შემდეგ ელ-ფოსტაზე:  exchange@tsu.ge
მეილის სათაურში მიუთითეთ: Exchange Program for the 2018 Spring semester withTSU- ZISU, China
მეილის ტექსტში ჩაწერეთ მონაცემები შემდეგი თანმიმდევრობით:
1.სახელი და გვარი (ქართული და ლათინური შრიფტით, როგორც გაქვთ პასპორტში);
2.ფაკულტეტი;
3.სემესტრი;
4.აკადემიური შეფასების საშუალო ქულა(GPA);
5.საკონტაქტო ელ.ფოსტა;
6.საკონტაქტო მობილურის ნომერი;
7.მიუთითეთ სასწავლო კურსის დასახელება.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ დანართი 2; დანართი 3.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის კოორდინატორს ლელა კაცაძეს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: lela.katsadze@tsu.ge

შენიშვნა:
სტუდენტებს, რომელთაც სურთ ჩინურ ენაზე გაიარონ დანართში აღნიშნული პროგრამები უნდა წარმოადგინონ ჩინური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი არანაკლებ HSK 4-დონის.


გთხოვთ გაითვალისწინოთ: „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში” (დანართი 2) ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია!

დაგვიანებული ან/და არასრული აპლიკაციები არ განიხილება!
   









Print

« იხ. ყველა სიახლე