2016-05-19

საერთაშორისო კონფერენცია “სამართალი და იდეოლოგია”

23-24 მაისს, 10:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ორგანიზებით, ჩატარდება საერთაშორისო კონფერენცია, ზოგადი სახელწოდებით – “სამართალი და იდეოლოგია”. ღონისძიებაზე მოხსენებებს წაიკითხავენ სამართლის თეორიული პრობლემებით დაინტერესებული მკვლევარები დიდი ბრიტანეთიდან, ნიდერლანდებიდან, ესპანეთიდან, პოლონეთიდან, უნგრეთიდან და ავსტრალიიდან. ღონისძიების ორგანიზატორია სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორი, ლაშა ბრეგვაძე.

იხილეთ კონფერენციის პროგრამა

დასწრება თავისუფალია

მისამართი: თსუ, პირველ კორპუსში, 115-ე აუდიტორია.
Print

« იხ. ყველა სიახლე