2011-10-17

CISCO-ს ქსელის სერტიფიცირებული სპეციალისტის კურსი (CCNA)

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გთავაზობთ სასერტიფიკატო კურსს – “CISCO-ს ქსელის სერტიფიცირებული სპეციალისტი (CCNA)”. აღნიშნული კურსი წარმოადგენს CISCO–ს ლოკალური აკადემიის ოფიაციალურ CCNA კურსს.

კურსის განმავლობაში:
• მსმენელები გაეცნობიან თანამედროვე ქსელური საინფორმაციო ტექნოლოგიების ფუნქციონირების პრინციპებს.
• შეისწავლიან CISCO მარშრუტიზატორების, კომუტატორების, უსადენო კონცენტრატორების კონფიგურირების მეთოდებს.
• პრაქტიკულად შეძლებენ კომპიუტერული ქსელის დაგეგმვასა და მონტაჟს.
• შეეძლებათ ორგანიზაციებში და კომპანიებში შექმნან იერარქიული ქვექსელები, დაშვების პოლიტიკა და განახორციელონ მათი ადმინისტრირება.

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მსმენელები მზად იქნებიან ავტორიზირებულ ტესტირების ცენტრში ჩააბარონ CCNA სასერტიფიკაციო გამოცდა.

კურსის ხანგრძლივობა: 6 თვე

კურსის ღირებულება: 1000 ლარი

კურსის ღირებულება თსუ–ის სტუდენტებისათვის და თანამშრომლებისათვის: 800 ლარი

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 10 ნოემბერი

ელექტრონული რეგისტრაციის ფორმა

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თსუ აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრს.
მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზ. 3, ოთახი № 320, ტელ.: 2 22 36 52,
ელფოსტა: tsuLLL@tsu.ge
Print

« იხ. ყველა სიახლე