2017-04-21

ფინკა ბანკის პრეზენტაცია სტაჟირების პროგრამის შესახებ

28 აპრილს, 14:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში,  ფინკა ბანკი საქართველოს წარმომადგენლები გამართავენ პრეზენტაციას სტუდენტებისთვის საკრედიტო ოფიცრების სტაჟირების პროგრამის შესახებ. შეხვედრა გაგრძელდება ინტერაქტიული სესიით. თქვენ ასევე გაეცნობით განკში არსებული კარიერული განვითარების შესაძლებლობებს. სტაჟირების მიზნობრივ ჯგუფებად მოიაზრებიან ეკონომიკური, ბიზნეს ადმინისტრირების, ფიზიკის, მათემატიკისა და მსგავსი მიმართულებების დამამთავრებელი კურსის სტუდენტები (ბაკალავრი, მაგისტრატურა).

დაინეტერესების შემთხვევაში გთხოვთ დაესწროთ შეხვედრას და მიიღოთ დეტალური ინფორმაცია.

მისამართი: თსუ, მე-10 კორპუსი (მაღლივი), 206-ე აუდიტორია
Print

« იხ. ყველა სიახლე