2015-10-23

თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს თსუ-ს ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს თსუ-ს ბაკალავრიატის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე, მაგისტრატურის პირველი და მეორე და დოქტორანტურის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე სემესტრის სტუდენტებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად.

საბაკალავრო სტიპენდიების ჩამონათვალი სასწავლო მიმართულებების მიხედვით:

ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტი (გერმანია)
https://www.europa-uni.de/en/index.html
ჰუმანიტარული მეცნიერებები, ბიზნესის ადმინისტრირება, იურიდიული
ოსტფოლდის საუნივერსიტეტო კოლეჯი (ნორვეგია)
http://www.hiof.no/english
სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები,  ბიზნესის ადმინისტრირება, კულტურის კვლევები
ლატვიის უნივერსიტეტი (ლატვია)
http://www.lu.lv/eng/
ეკონომიკა და ბიზნესი, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები
მატეი ბელის უნივერსიტეტი (სლოვაკეთი)
http://www.umb.sk/
პოლიტიკის მეცნიერება, საერთაშორისო ურთიერთობები, ბიზნესის ადმინისტრირება, იურიდიული
კილის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი (გერმანია)
https://www.fh-kiel.de/
ბიზნესის ადმინისტრირება

სამაგისტრო სტიპენდიების ჩამონათვალი სასწავლო მიმართულებების მიხედვით:

ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტი (გერმანია)
https://www.europa-uni.de/en/index.html
ჰუმანიტარული მეცნიერებები, ბიზნესის ადმინისტრირება, იურიდიული
ტარტუს უნივერსიტეტი (ესტონეთი)
http://www.ut.ee/en
სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები, იურიდიული
იუსტუს-ლიბიგის გისენის უნივერსიტეტი (გერმანია)
http://www.uni-giessen.de/cms/welcome
ბიოლოგია, გამოყენებითი ბიომეცნიერებები, გარემოს მდგრადი განვითარება, გარემოს დაცვა
ჰელსინკის უნივერსიტეტი (ფინეთი)
https://www.helsinki.fi/en
ეკონომიკა, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები
კილის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი (გერმანია)
https://www.fh-kiel.de/
კომპიუტერული მეცნიერება, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია, ბიზნესის ადმინისტრირება
მატეი ბელის უნივერსიტეტი (სლოვაკეთი)
http://www.umb.sk/
პოლიტიკის მეცნიერება, საერთაშორისო ურთიერთობები, ბიზნესის ადმინისტრირება, იურიდიული
კორუნას უნივერსიტეტი (ესპანეთი)
https://www.udc.es/index.html?language=en
იურიდიული, სოციოლოგია
ლოძის უნივერსიტეტი (პოლონეთი)
http://iso.uni.lodz.pl/
იურიდიული, ეკონომიკა, სოციოლოგია, საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერება, გეოგრაფია

სადოქტორო სტიპენდიების ჩამონათვალი სასწავლო მიმართულებების მიხედვით:

ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი (ბელგია)
http://www.uclouvain.be/index.html
ფილოსოფია, საჯარო პოლიტიკა, ქართველური ენათმეცნიერება, იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება, საქართველოს ისტორია, საქართველოს ისტორია და წყაროთმცოდნეობა.
ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტი (გერმანია)
https://www.europa-uni.de/en/index.html
ჰუმანიტარული მეცნიერებები, ბიზნესის ადმინისტრირება, იურიდიული
მატეი ბელის უნივერსიტეტი (სლოვაკეთი)
http://www.umb.sk/
პოლიტიკის მეცნიერება, საერთაშორისო ურთიერთობები, ბიზნესის ადმინისტრირება, იურიდიული
იუსტუს-ლიბიგის გისენის უნივერსიტეტი (გერმანია)
http://www.uni-giessen.de/cms/welcome
ბიოლოგია, გარემოს დაცვა
კორუნას უნივერსიტეტი (ესპანეთი)
https://www.udc.es/index.html?language=en
იურიდიული, სოციოლოგია, გარემოს დაცვა

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:

ენის ინსტიტუციონალური ტესტირება (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
სტიპენდიატთა საბოლოო შერჩევა (მასპინძელი უნივერსიტეტი)



წერით ეტაპზე დარეგისტრირება იწარმოებს ელექტრონულად.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა არაუგვიანეს ა/წ 13 ოქტომბრის 18 საათისა უნდა გააგზავნონ ბაკალავრიატში, მაგისტრატურაში ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა (ქართულ ენაზე) შემდეგ ელ-ფოსტაზე (სათაურში მიუთითეთ სახელი და გვარი და სასურველი ენა: ინგლისური, გერმანული, იტალიური ან ესპანური): examcenter@tsu.ge

ტესტირება გაიმართება 2015 წლის 15 ოქტომბერს 14:30-ზე საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში (უნივერსიტეტის ქ. №11).

აუცილებლად იქონიეთ თან პირადობის მოწმობა!

შენიშვნა: დაგვიანებული განცხადება არ მიიღება!

მეორე ეტაპზე დაშვებულ სტუდენტთა სია გამოქვეყნდება თსუ-ს ვებ-გვერდზე!

შესაძლოა შეიცვალოს უნივერსიტეტების ჩამონათვალი!


მეორე ეტაპზე გადასულმა სტუდენტებმა ა/წ 27 ოქტომბრის 18 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე (სათაურში მიუთითეთ სახელი და გვარი და სასურველი ევროპული უნივერსიტეტი/უნივერსიტეტები): erasmusplus@tsu.ge

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

პასპორტის ასლი
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ სასურველი მასპინძელი უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი, რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ სასწავლო მიმართულების ხელმძღვანელისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმოწერით/ბეჭდით) დანართი 1
პრიორიტეტების მიხედვით სასურველი მასპინძელი უნივერსიტეტების ჩამონათვალი
სოციალურ-ეკონომიკური ან/და ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში)
ბაკალავრის დიპლომი (მხოლოდ მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
მაგისტრის დიპლომი (მხოლოდ დოქტორანტურის სტუდენტებისთვის)
თანხმობა მიღებაზე (pre-acceptance) მასპინძელი უნივერსიტეტიდან (მხოლოდ დოქტორანტურის სტუდენტებისთვის; სავალდებულოა ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის სტიპენდიაზე განაცხადის გაკეთების შემთხვევაში; საკონტაქტო მეილი: axel.gosseries@uclouvain.be; სხვა უნივერსიტეტებზე განაცხადის გაკეთების მსურველებისთვის მხოლოდ სასურველია; ოფიციალური წერილი სავალდებულო არ არის, საკმარისია მეილით მიღებული თანხმობა)


სტიპენდიების რაოდენობა ქვეყნების მიხედვით:

ნორვეგია, ფინეთი: 850 ევრო ყოველთვიური სტიპენდია + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ანაზღაურება
ბელგია, გერმანია, ესპანეთი: 800 ევრო ყოველთვიური სტიპენდია + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ანაზღაურება
ესტონეთი, ლატვია, პოლონეთი, სლოვაკეთი: 750 ევრო ყოველთვიური სტიპენდია + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ანაზღაურება

შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!
Print

« იხ. ყველა სიახლე