2015-04-20

უნგრეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამა

უნგრეთის მთავრობის ადამიანური რესურსების სამინსიტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის მოქმედებს გაცვლითი პროგრამა. უნგრეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამა 2015-2016 სასწავლო წლისათვის (სწავლა აკადემიური პროგრამებზე დაიწყება 2015 წლის სექტემბერში) განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2015 წლის 30 აპრილი. სააპლიკაციო ფორმებისა და შესაბამისი საბუთების მიწოდება უნდა უზრუნველყოთ შემდეგ ელ.მისამართებზე: abaramia@mes.gov.ge და rjobava@mes.gov.ge

ინფორმაცია სტიპენდიების შესახებ მოცემულია შემდეგ ბმულზე:  www.stipendiumhungaricum.hu

პროგრამის ფარგლებში უნგრეთის მხარე ქართულ მხარეს სთავაზობს სასწავლო სტიპენდიას წელიწადში 50 ქართველი სტუდენტისათვის, უნგრეთში, ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად შემდეგი ჩარჩოს შესაბამისად: 10 სასწავლო სტიპენდია სოფლის მეურნეობის სფეროში, 10 სტიპენდია საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მდგრადი განვითარების სფეროში, 5 სტიპენდია საექთნო საქმეში, 10 სტიპენდია ინჟინერიასა და ტექნოლოგიაში, 10 სტიპენდია წყლის რესურსების მართვაში, ეკონომიკასა და ბიზნეს ადმინისტრირებაში. აგრეთვე ხელმისაწვდომია  5 სტიპენდია ინგლისურენოვანი სრული სადოქტორო პროგრამისათვის ნებისმიერ სფეროში.

უნგრეთის მხარე აგრეთვე სთავაზობს ქართველ სტუდენტებს არასრულ სასწავლო კურსებს (part-time studies), რაც გულისხმობს სწავლას ერთი აკადემიური წლის მანძილზე საბაკალავრო ან სამაგისტრო ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე  (იხ. დანართი, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია კონკრეტულად საქართველოსათვის ხელმისაწვდომ პროგრამებზე და სწავლების სფეროებზე).

უნგრულ ენაზე სწავლების შემთხვევაში, სტუდენტები გაივლიან ერთწლიან მოსამზადებელ ენის კურსს ბალაშის უნივერსიტეტში (Balassi Institute). სტუდენტებს, რომლებიც აირჩევენ ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამას, მოეთხოვებათ ინგლისური ენის ცოდნა, იმ დონეზე, რომელიც განსაზღვრულია მიმღები უნივერსიტეტის მიერ.

ენის სერტიფიკატი შესაძლებელია არ იყოს საერთაშორისო და იყოს ადგილობრივი უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული ინსტიტუციონალური ენის ტესტირების ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა, თუმცა აღნიშნული უნდა გადამოწმდეს დანართ №2 - ში, რითაც იხელმძღვანელებს აპლიკანტი.

თუ ჯანმრთელობის ცნობის ( შიდსის, A, B, C ჰეპატიტის და სხვა ეპიდემიური დაავადებების შესახებ) მიღება ვერ ესწრება დედლაინამდე, შესაძლებელია აიტვირთოს ცნობა, რომელიც ადასტურებს  რომ კვლევები პროცესშია. 

ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა და მოთხოვნილი დოკუმენტების ნუსხა მოცმულია, შემდეგ ბმულზე

დანართი №2

Print

« იხ. ყველა სიახლე