2019-05-10

იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია ქართველოლოგიის დარგში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქართველოლოგიური დარგების განვითარების ხელშეწყობისათვის  2019 წლის 28 ოქტომბერს ატარებს იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას ქართველოლოგიის დარგში.
კონფერენციის ჩატარების დებულება:  ბრძანება N61/01-01, 20.04.2015
კონფერენციაში მონაწილეობის მიღების მსურველებმა დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ უნივერსიტეტის კანცელარიაში და გაიარონ რეგისტრაცია 2019 წლის 1 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ თეზისები აღარ მიიღება.
გთხოვთ, თეზისები გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: gogebashvili.conference2019@tsu.ge

დამატებითი ინფორმაცია თეზისების კრიტერიუმების შესახებ იხ. დანართში.
Print

« იხ. ყველა სიახლე