2016-05-06

ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის ფორუმი თემაზე - ხარისხის მენეჯმენტი საჯარო მმართველობაში: წარმატებები და გამოწვევები

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტი რეგულარულად ატარებს ფორუმებს საჯარო დისკუსიის სახით სახელმწიფო მმართველობის აქტუალურ საკითხებზე. ფორუმის მიზანია, შედგეს დიალოგი მეცნიერებსა და პრაქტიკოსებს შორის მოცემული თემის საჭირბოროტო საკითხების ირგვლივ, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება მოიძებნოს არსებული პრობლემების საუკეთესო გადაწყვეტილების გზები და დაისახოს სამომავლო პერსპექტივები.

ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის რიგით მე-8 ფორუმი ჩატარდება
2016 წლის 11მაისს თსუ-ს პირველ კორპუსში, აუდ. 06, 16:00 საათზე თემაზე

ხარისხის მენეჯმენტი საჯარო მმართველობაში:
წარმატებები და გამოწვევები

ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ როგორც აკადემიური წრეების წარმომადგენლები, ასევე სახელმწიფო დაწესებულებების და უწყებების მოხელეები, რომლებსაც თავიანთ პრაქტიკულ საქმიანობაში უშუალო შეხება აქვთ მოცემულ საკითხებთან.
ფორუმში ასევე მიიღებს მონაწილეობას ავსტრიელი ექსპერტი პროფესორი რიხარდ მიშაკი, რომელიც ხარისხის მენეჯმენტის საკითხებს წარმოადგენს გერმანიის და ავსტრიის მაგალითზე, ასევე ევროგაერთიანების რეგულაციებს და თანამედროვე ტენდენციებს მოცემულ დარგში.

დღის წესრიგი
16:00  -   მიღება

16:20 -   ფორუმის გახსნა, მისალმება
პროფ. ირაკლი ბურდული, იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, ადმინისტრაციულ მეცნიერებათა  ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე

16:30  - ირაკლი წიწილაშვილი, სახელმწიფო აუდიტის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროსი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის როლი საჯარო ფინანსების მართვაში

დისკუსია

17:10 - ნესტან მგელაძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
სსიპ - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო „აკრედიტაციის ცენტრის“
აკრედიტაციის, მონიტორინგისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი

ხარისხის მართვის სისტემების დანერგვა და უზრუნველყოფა ინსპექტირების სხვადასხვა ტიპის  ორგანოებსა და საგამოცდო/საკალიბრებელ ლაბორატორიებში

დისკუსია

17:45 - რიხარდ მიშაკ, ზალცბურგის უნივერსიტეტი
ხარისხის მენეჯმენტი საჯარო მმართველობაში:
განხორციელების პრობლემები და წარმატებები ცალკეულ დარგებში

დისკუსია
18:15 - შედეგების შეჯამება
Print

« იხ. ყველა სიახლე