2016-09-14

თსუ საბავშო უნივერსიტეტის ღია კარის დღე

თსუ საბავშვო უნივერსიტეტი საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებს და მშობლებს გიწვევთ ღია კარის დღეზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

თსუ საბავშვო უნივერსიტეტი გაგაცნობთ :

  • ნორჩთა სკოლების საგანმანათლებლო-შემეცნებით პროგრამებს
  • სალექციო და ლაბორატორულ კურსებს
  • ინფორმაციას კონფერენციების, კონკურსების, ვიქტორინების შესახებ
  • მოგითხრობთ უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების, სტუდენტური ცხოვრების,  სხვადასხვა პროფესიით დასაქმების პერსპექტივების შესახებ.
ღია კარის დღე ჩატარდება 21 სექტემბერს, ოთხშაბათს, 15.00 სთ.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.#3, თსუ II კორპუსი, ფიზიკის დიდი აუდიტორია

Print

« იხ. ყველა სიახლე