2016-12-20

ცხადდება რეგისტრაცია ზამთრის სკოლაში „ანტიკური სამყარო და კავკასია“ მონაწილეობის მისაღებად

6-11 მარტს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის  ორგანიზებით ჩატარდება ზამთრის სკოლა თემაზე: „ანტიკური სამყარო და კავკასია“. აღნიშნული პროექტი დაფინანსებულია შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ.

ზამთრის სკოლა მიზნად ისახავს კავკასიის ანტიკური მემკვიდრეობის შესახებ ლექციათა ციკლის ჩატარებას, რომელიც თემატურად მრავალდარგობრივი და მრავალპროფილურია. მოიცავს კავკასიის ანტიკური მემკვიდრეობის სხვადასხვა დისციპლინის (ისტორია, ენათმეცნიერება, არქეოლოგია, პოლიტიკა, ეპიგრაფიკა, რელიგია, ფილოსოფია) პერსპექტივიდან შესწავლას და სეზონური სკოლის ვადებში მსმენელთათვის მაქსიმალურად ამომწურავი, შეჯერებული და კრიტიკული ინფორმაციის მიწოდებას, რომელიც სრულად გაითვალისწინებს ანტიკური კავკასიის შესწავლის არამხოლოდ ქართულ და რეგიონულ, არამედ ევროპულ გამოცდილებასაც. ზამთრის სკოლის ფარგლებში სალექციო კურსს წაიკითხავენ პროფესორები იენის უნივერსიტეტიდან (გერმანია): პროფ. ა. პლონტკე-ლიუნინგი,  პროფ. ტ. შტიკლერი; ბრენემის უნივერსიტეტი (გერმანია): პროფ. ტ. შმიტი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო) პროფ. ლ. გორდეზიანი, პროფ. ვ. ლიჩელი, პროფ. გურამ ლორთქიფანიძე, პროფ. რ. გორდეზიანი; ილიას უნივერსიტეტი (საქართველო) პროფ. ლ. გიგინეიშვილი.

ზამთრის სკოლა, კავკასიის ანტიკური მემკვიდრეობის შესახებ ლექციათა ციკლის ფარგლებში, მიზნად ისახავს ამომწურავად მიაწოდოს ინფორმაცია ანტიკური კავკასიის ისტორიის, კულტურის, ეპიგრაფიკული და არქეოლოგიური ძეგლებისა და ლინგვისტური მონაცემების შესახებ. სეზონური სკოლის პროგრამა ანტიკურ კავკასიასთან დაკავშირებულ 10 თემატურად განსხვავებულ საკითხს მოიცავს:
1. ბერძნულ-რომაული და ქართული ურთიერთობების ძირითადი ეტაპები და ასპექტები. (ტ. შმიტი, ბრემენის უნივერსიტეტი).
2. ანტიკური კავკასია - ისტორიული პანორამა (ტ. შტიკლერი, იენის უნივერსიტეტი)
3. კავკასია ანტიკურ წყაროებში ( ტ. შტიკლერი, იენის უნივერსიტეტი)
4. კავკასია ძველ აღმოსავლურ წყაროებში (ლ. გორდეზიანი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
5. ქართული ცივილიზაციის სათავეებთან (ვ. ლიჩელი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
6. წინაბერძნულ-ეტრუსკულ-კავკასიური ენობრივი მიმართებები ( რ. გორდეზიანი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
7. ანტიკური ფილოსოფია და მისი რეცეფციები შუა საუკუნეების ქართულ აზროვნებაში (ლ. გიგინეიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)
8. ბერძნული ეპიგრაფიკა საქართველოში (ტ. შმიტი, ბრემენის უნივერსიტეტი)
9. გვიანანტიკური და ადრე ქრისტიანული ხელოვნება და არქიტექტურა საქართველოში (ა. პლონტკე-ლიუნინგი, იენის უნივერსიტეტი)
10. ანტიკური კავკასიის უახლესი არქეოლოგიური აღმოჩენები (გ. ლორთქიფანიძე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწფო უნივერსიტეტი)

ზამთრის სკოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს უნვერსიტეტების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს, რომელთაც გავლილი აქვთ ბაკალავრიატის პროგრამით გათვალისწინებული მინიმუმ ოთხი სემესტრის პროგრამა, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის სტუდენტებს. ლექციების ნაწილი წაკითხული იქნება ინგლისურ ენაზე, შესაბამისად სტუდენტებს მოეთხოვებათ ინგლისური ენის ცოდნა სულ მცირე B1 დონეზე.

ელექტრონული რეგისტრაციის გავლის შემდეგ საორგანიზაციო ჯგუფის მიერ ზამთრის სკოლისთვის შეირჩევა 20 სტუდენტი.

რეგისტრაციის ვადები: 2016 წლის 20-30 დეკემბერი.
რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ შემდეგ ბმულზე:
http://winterschool.tsu.ge/public/Controller/registr
საკონტაქტო პირი: მარიამ კალაძე - 577 42 69 82;
mariami.kaladze@tsu.ge


Print

« იხ. ყველა სიახლე