2015-04-08

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლების შეხვედრა სტუდენტებთან

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წლიური შეხვედრისა და ბიზნეს-ფორუმის ფარგლებში, რომელიც წელს თბილისში გაიმართება,  ბანკის წარმომადგენლები ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვდებიან ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსისა და მაგისტრატურის  სტუდენტებს (13 მაისს) და კურსდამთავრებულებს  (16 მაისს).

შეხვედრების მიზანია შესაბამისი განათლების სტუდენტებსა და კურსდამთავრებულების ინფორმირება EBRD-ს ამჟამინდელ და სამომავლო საჭიროებებზე ადამიანური რესურსების მიმართულებით; გეგმების, პერსპერქტივების, დასაქმებისა თუ პროფესიული ზრდის შესაძლებლობების გაცნობა.

ღონისძიებაზე დასასწრებად აუცილებელია ინგლისური ენის კარგი ცოდნა. სავალდებულოა წინასწარი რეგისტრაცია.  

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსისა და მაგისტრატურის  სტუდენტებს შეუძლიათ, 23 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ  შემდეგ ბმულზე 

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 2013 და 2014 წლის კურსდამთავრებულებს შეუძლიათ, 23 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ  შემდეგ ბმულზე

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ  ბმულზე


Print

« იხ. ყველა სიახლე