2015-11-17

ამერიკისმცოდნეობის სტუდენტთა სამეცნიერო წრე აცხადებს სტატიების მიღებას სამეცნიერო ელექტრონული ჟურნალისათვის „ამერიკისმცოდნეობა ქართული პერსპექტივიდან"

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ამერიკისმცოდნეობის სტუდენტთა სამეცნიერო წრე აცხადებს სტატიების მიღებას სამეცნიერო ელექტრონული ჟურნალისათვის „ამერიკისმცოდნეობა ქართული პერსპექტივიდან / Georgian Outlook of American Studies”.

სტატიების გამოგზავნა შეუძლია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერი ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის აქტიურ და სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს. 

სტატიები უნდა შეესაბამებოდეს ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ცხოვრების ყველა სფეროს, ისტორიას, პოლიტიკას, ლიტერატურას, კულტურას და ფილოსოფიას.

სტატიის ავტორმა უნდა გამოაგზავნოს:
• სრული სამეცნიერო სტატია ქართულ ენაზე. სტატიას უნდა ერთვოდეს სქოლიოები ჩიკაგოს ციტირების ფორმატში. სტატიის მოცულობა სქოლიოების ჩათვლით მინიმუმ 2000, ხოლო მაქსიმუმ 3000 სიტყვა;
• სტატიის რეზიუმე ინგლისურ ენაზე. რეზიუმეს მოცულობა მინიმუმ 700, ხოლო მაქსიმუმ 800 სიტყვა;
• სტატიის თავფურცელი, სადაც ქართულ და ინგლისურ ენაზე მითითებული უნდა იყოს: სტატიის სრული სათაური, სტატიის ავტორის სახელი, გვარი, უნივერსიტეტი, ფაკულტეტი, სპეციალობა, სწავლების საფეხური, საკონტაქტო ინფორმაცია; სამეცნიერო ხელმძღვანელის სამეცნიერო სტატუსი და საკონტაქტო ინფორმაცია;
• 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მონაცემებით გაცემული ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
• სამეცნიერო ხელმძღვანელის რეკომენდაცია სტატიაზე (სამეცნიერო ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი; დასკანირებული);
      
სტატიის გაფორმების სავალდებულო წესები:
• ქართული ტექსტისათვის ფონტი AcadNusx, ზომა 12, სტრიქონებს შორის დაშორება 1,5;
• ინგლისური ტექსტისათვის ფონტი Sylfaen, ზომა 12, სტრიქონებს შორის დაშორება 1,5;
• ინფორმაცია ჩიკაგოს ციტირების შესახებ იხილეთ ბმულზე
• სავალდებულოა, რომ მასალების გამოგზავნისას ელექტრონული ფოსტის სათაურის ველში (Subject Line) ავტორმა მიუთითოს: სტატია - გვარი. 

ყველა მასალა ავტორმა უნდა გამოაგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: americanstudiesscience@gmail.com 
მასალების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2015 წლის 21 დეკემბერის 18:00 საათი.

გამოგზავნილ მასალებს არჩევს სარედაქციო კოლეგია.  არასრული, დაგვიანებული ან არათემატური მასალები არ განიხილება. სარედაქციო კოლეგიის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ ექვემდებარება შეცვლას.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით თსუ ამერიკისმცოდნეობის სტუდენტთა სამეცნიერო წრის თავმჯდომარეს მარიამ ხატიაშვილს ელექტრონულ მისამართზე americanstudiesscience@gmail.com ან ეწვიეთ  თსუ ამერიკისმცოდნეობის სტუდენტთა სამეცნიერო წრის ვებგვერდს.

Print

« იხ. ყველა სიახლე