2016-04-21

ზაფხულის სასწავლო-სამეცნიერო სკოლა გამოყენებით მათემატიკაში

ზაფხულის სასწავლო-სამეცნიერო სკოლა გამოყენებით მათემატიკაში
15-25 ივნისი 2016 წ.
„ნაბიჯ-ნაბიჯ ცოდნისაკენ-10“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტი და თსუ-საბავშვო უნივერსიტეტი ატარებს ზაფხულის სასწავლო-სამეცნიერო სკოლას „ნაბიჯ-ნაბიჯ ცოდნისაკენ-10“. სკოლა გაიმართება 2016 წლის 15-25 ივნისს.

პირობებები:განაცხადის საფუძველზე სკოლაში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ მოსწავლეებს მე-7-დან მე-11 კლასის ჩათვლით. გასაუბრება ჩატარდება 2016 წ.  11 ივნისს 11:00 საათიდან 16:00 საათამდე თსუ-ს მე-11 კორპუსში, 350 აუდიტორიაში, რომლის შედეგად შეირჩევა 4 ასაკობრივი (თითოეული 15-მდე მოსწავლისაგან შემდგარი) ჯგუფი. მშობელთა შეკრება 12 ივნისი . განაცხადების მიღება დაიწყება 10 მაიიდან – 10 ივნისის  ჩათვლით. სრულად შევსებული სააპლიკაციო ფორმა მოგვაწოდეთ თსუ-ს მე-11 კორპუსში,  აუდიტორია 350, 13:00 საათიდან - 16:00 საათამდე (სამუშაო დღეებში).

ღონისძიების „ნაბიჯ-ნაბიჯ ცოდნისაკენ“ მიზანია ინტენსიური პროგრამის საფუძველზე დაგეგმილ პერიოდში საინტერესო გახადოს მათემატიკური და მასთან მომიჯნავე დისციპლინები. ამასთანავე გათვალისწინებულია შერჩეულ მოსწავლეთა ჯგუფის გამოყოფა, რომლისთვისაც (2016 წ. თებერვალი – მაისი პერიოდში) ჩატარდება ყოველკვირეული შეკრება-ლექციები, რომელიც გულისხმობს გამოყენებითი მათემატიკური მეცნიერებების სწავლებას და ცნობილ მეცნიერებთან შეხვედრის ორგანიზებას. ზემოაღნიშნულის განხორციელება ნავარაუდევია არამარტო საქართველოს, არამედ მეზობელი სახელმწიფოების მოსწავლეებისთვისაც. რაც უთუოდ ხელს შეუწყობს ახალგაზრდებს შორის ადრეული ასაკიდან კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარებას.

საკონსულტაციო კომიტეტი
: პროფ. თამაზ ვაშაყმაძე, პროფ. გურამ გაბრიჩიძე, პროფ. ანზორ გველესიანი, პროფ. ომარ ფურთუხია, პროფ. ქეთევან ჭკუასელი, პროფ. ეთერ ღვინერია,  დოქტ. მარინა ლომოური, ბ-ნი იუსუფ ფ. გიულვერი.   

საკონტაქტო პირი და კოორდინატორი: ქ-ნი ჟანა ბოლქვაძე (557 66 64 51).
დამხმარე კოორდინატორი:ქ-ნი ჟუჟუნა ცქიფურიშვილი (598 76 98 91).

ელ-ფოსტა:informtb@gmail.com
ვებგვერდი:https://www.facebook.com/nabijebi






Print

« იხ. ყველა სიახლე