2013-05-08

პრეზიდენტის შეხვედრა თსუ-ს სტუდენტებთან

10 მაისს, 13.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თსუ-ს სტუდენტებს შეხვდება.
პრეზიდენტი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, ქვეყნის განვითარებაში ახალგაზრდობის როლზე ისაუბრებს და სტუდენტების შეკითხვებს უპასუხებს.
შეხვედრაზე დასწრების მსურველმა სტუდენტებმა გაიარეთ რეგისტრაცია sms.tsu.ge-ზე ან უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე www.tsu.edu.ge/register
რეგისტრაცია დასრულდება 9 მაისს, 00.00 საათზე.
რეგისტრირებული სტუდენტები 10 მაისს 12.00 საათზე უნდა გამოცხადდნენ თსუ I კორპუსში და თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
Print

« იხ. ყველა სიახლე