2013-07-19

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს მემორიალის შესაქმნელად

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს 1921 წელს საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპული უნივერსიტეტის სტუდენტების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის შესაქმნელად. მემორიალი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში განთავსდება. 

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, კონკურსის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია იხილონ შემდეგ მისამართზე: www.spa.ge საკონკურსო განცხადების ველში (განცხადება №859).

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანების (№66/02-01, 17.06.2013) საფუძველზე განისაზღვრა საკონკურსო კომისიის შემადგენლობა, რომელიც საუკეთესო ნამუშევარს გამოავლენს.
საკონკურსო განაცხადი მიიღება 2013 წლის 20 ივლისის 10.00 საათიდან  - 2013 წლის 26 სექტემბრის 18.00 საათამდე.
საკონტაქტო პირები: ინგა მერკვილიშვილი  (ტელ.: 577 59 58 39),
ლია ბაკაშვილი (ტელ.: 577 57 88 48), ლელა კოპალეიშვილი (ტელ.: 577 94 32 94).

Print

« იხ. ყველა სიახლე