2015-03-02

სტუდენტთა და მაგისტრანტთა რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენცია „აკაკი წერეთელი და მისი ეპოქა“

გიწვევთ აკაკი წერეთლის დაბადებიდან 175 და გარდაცვალებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილ სტუდენტთა და მაგისტრანტთა რესპუბლიკურ სამეცნიერო კონფერენციაში „აკაკი წერეთელი და მისი ეპოქა“  მონაწილეობის მისაღებად!

ორგანიზატორი:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ჩატარების თარიღი: 24 ივნისი, 2015 წ

კონფერენციის რეგლამენტი:
მოხსენება - 15 წუთი;
მსჯელობა - 10 წუთი;

კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი: მოხსენება

გთხოვთ, კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ განაცხადი და თეზესები გამოაგზავნოთ 2015 წლის 10 მაისამდე შემდეგ მისამართზე akakiconference2015@tsu.ge

განაცხადის ფორმა:
კონფერენციის მონაწილის სახელი და გვარი;
უნივერსიტეტი, ფაკულტეტი;
მოხსენების სათაური;
საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი, ელფოსტა, ტელეფონის ნომრები).

თეზისების გაფორმების წესი:
ფონტი: Sylfaen
ზომა:    12
ინტერვალი: 1,5
მოცულობა: მაქსიმუმ 1 გვერდი  ( 250  სიტყვა)
თეზისები განსახილველად გადაეცემა კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტს,  მოხსენების პროგრამაში ჩართვის თაობაზე გეცნობებათ  2015 წლის 20  მაისს.

კონფერენციის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ღონისძიებაში მონაწილეობის სერტიფიკატები.

საორგანიზაციო კომიტეტის კოორდინატები:
 ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, თბილისი, ჭავჭავაძის გამზ.1. ოთახი N 204

საკონტაქტო პირი;  ნინო პოპიაშვილი
ტელ.: 
+995577719989
ელ.ფოსტა:
akakiconference2015@tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე