2012-03-27

მაინის ფრანკფურტის (გერმანია) გოეთეს სახელობის უნივერსიტეტის პროფესორ იოსტ გიპერტის ლექციები ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე

2012 წლის 30 მარტიდან 10 აპრილამდე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  სტუდენტებისათვის (მაგისტრატურა, დოქტორანტურა)  სალექციო კურსს  “კავკასიის ალბანების ენა და დამწერლობა”  წაიკითხავს მაინის ფრანკფურტის (გერმანია) გოეთეს სახელობის უნივერსიტეტის  პროფესორი  იოსტ გიპერტი.
•    კურსის მოსმენის შემდეგ  პროფესორი გიპერტი ჩაატარებს გამოცდას, რომლის წარმატებით ჩაბარების შემდეგ სტუდენტზე გაიცემა კურსის მოსმენის დამადასტურებელი ცნობა (სერტიფიკატი).
•    ქართველური ენათმეცნიერების და მედიევისტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს მიღებული შეფასება  ჩაეთვლებათ სასწავლო კურსის  „პალეოგრაფია და კოდიკოლოგია“ შუალედურ შეფასების ქულად.
•    ფილოლოგიური პროფილის, ასევევე, კავკასიოლოგიის და ისტორიის სადოქტორო პროგრამების  დოქტორანტებს  მიენიჭებათ 3 კრედიტი.
•    სამუშაო ენა - ინგლისური.                                            
•    დასწრება თავისუფალია.
•    კურსზე დარეგისტრირების ყველა მსურველმა უნდა   შეავსოს  ქვემოთ წარმოდგენილი ფორმა (დანართი1)  და  2012 წლის 29 მარტამდე გამოაგზავნოს შემდეგ მისამართზე: დოქტორანტებმა - nino.popiashvili@tsu.ge
•    კურსზე დასწრების  ყველა სხვა  მსურველმა - giuli.shabashvili@tsu.ge

პროფ. იოსტ გიპერტის ლექციების   ჩატარები განრიგი


Print

« იხ. ყველა სიახლე