2016-03-15

ერთად გავუფრთხილდეთ უნივერსიტეტის ღირსებას! (თსუ პროფესორების მიმართვა)

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მხარს უჭერს და მიესალმება ქვეყნის თვითმყოფადობის განმტკიცებასა და  პროგრესულ განვითარებას. ერთი საუკუნის წინ უნივერსიტეტის დაარსების მთავარი იდეა და მიზანიც სწორედ ამ გზაზე მკვიდრი ნაბიჯებით სვლა იყო და, დარწმუნებული ვართ, მომავლშიც ასე იქნება. ჩვენ ვამაყობთ, რომ ახალგაზრდა თაობა განათლებასთან ერთად, უნივერსიტეტის კედლებში თავისუფალ აზროვნებას ითავისებს, რადგანაც ჩვენს უნივერსიტეტში იგრძნობა ქვეყნის ცხოვრების მაჯისცემა. ამიტომაც თსუ არაერთხელ დამდგარა დარტყმის ქვეშ სხვადასხვა მხრიდან. ხშირი იყო და არის მავანთა და მავანთა მხრიდან სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებელთა შორის ხელოვნური დაპირისპირების შექმნის მცდელობა. საგანმანათლებლო სივრცისთვის მიუღებელი პროცესები განსაკუთრებით აქტიურდება საარჩევნო წელს, მაშინ, როდესაც ქვეყანა მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. ბოლო დროს გახშირდა თავდასხმები უნივერსიტეტსა და მის რექტორზე; არსებობებენ ძალები, რომელთაც სურთ უნივერსიტეტის ჩართვა სხვადასხვა სახის დაპირისპირებაში. ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ და გვერდში ვუდგავართ რექტორს, აკადემიკოს ლადო პაპავას იმ მიზნების და იმ ამოცანების გადაწყვეტაში, რომლებიც უნივერსიტეტისა და ქვეყნის ინტერესებს ემსახურება.
 
მოვუწოდებთ თსუ-ს ყველა სტუდენტს, სამეცნიერო საზოგადოებას, პროფესორს, თანამშრომელს, განსაკუთრებით, პოლიტიკოსებსა თუ სხვადასხვა  სტრუქტურების წარმომადგენლებს, რომელთა უმრავლესობა სწორედ ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია - თავი შეიკავონ ამა თუ იმ მიზნებისთვის უნივერსიტეტის, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების გამოყენების მცდელობებისგან. გახსოვდეთ, რომ უნივერსიტეტში სწავლობენ თქვენი შვილები, შვილიშვილები, დები და ძმები. გავუფრთხილდეთ უნივერსიტეტს!

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები: 

ლევან ალექსიძე - პროფესორი, აკადემიკოსი
შოთა სამსონია - პროფესორი, აკადემიკოსი
მარიამ ლორთქიფანიძე - პროფესორი, აკადემიკოსი
ოთარ ჯაფარიძე - პროფესორი, აკადემიკოსი
როლანდ თოფჩიშვილი - პროფესორი, თსუ ეთნოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის დირექტორი
თამაზ გამყრელიძე - პროფესორი, აკადემიკოსი
ავთანდილ არაბული - პროფესორი, თსუ ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი
გუჩა კვარაცხელია - პროფესორი, აკადემიკოსი
გურამ ლორთქიფანიძე - პროფესორი, აკადემიკოსი
ავთანდილ სილაგაძე - პროფესორი, აკადემიკოსი
ვაჟა ლორთქიფანიძე - პროფესორი
ელგუჯა ხინთიბიძე - პროფესორი, აკადემიკოსი
რისმაგ გორდეზიანი - პროფესორი, აკადემიკოსი
აპოლონ სილაგაძე - პროფესორი, აკადემიკოსი

Print

« იხ. ყველა სიახლე