2014-11-27

დოქტორანტთა საყურადღებოდ!

რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით საკონსულტაციო შეხვედრას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართავს  3 დეკემბერს (ოთხშაბათი) 16.00 საათზე.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი

დამატებითი საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში:
1 დეკემბერს (ორშაბათი) 15-16 სთ;
5 დეკემბერს (პარასკევი) 15-16 სთ;
12 დეკემბერს (პარასკევი) 15-16 სთ;
17 დეკემბერს (ოთხშაბათს) 15-16 სთ;
19 დეკემბერს (პარასკევი) 15-16 სთ;

მისამართი: ქ.თბილისი, მ.ალექსიძის ქ.N1. III სართული. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზი. ტელ: 577 50 04 75 ზურაბ ბრაგვაძე

გასვლითი საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდება:

4 დეკემბერს (ხუთშაბათი) თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 11 სთ-დან;
8 დეკემბერს (ორშაბათი) ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 12 სთ-დან;
10 დეკემბერს (ოთხშაბათი) საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, 16 სთ-დან;
15 დეკემბერს (ორშაბათი) სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ახალციხე) 12 სთ-დან.

Print

« იხ. ყველა სიახლე