2015-11-19

სტუდენტთა 75-ე საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენციის შრომების წიგნის პრეზენტაცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში,  25 ნოემბერს, 11:00 საათზე, გაიმართება სტუდენტთა 75-ე საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენციის შრომების წიგნის პრეზენტაცია და კონფერენციაში გამარჯვებულ სტუდენტთა დაჯილდოება.

აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულ სტუდენტთა სამეცნიერო შრომების კრებულს, რომელიც ყოველწლიურად გამოიცემა, წელს მიენიჭა წიგნის საერთაშორისო სტანდარტული ნომერი (ISBN) და საერთაშორისო სტანდარტული სერიული ნომერი (ISSN).

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი #1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე
Print

« იხ. ყველა სიახლე