2011-11-01

ტრენინგი უცხო ენების მასწავლებლებისათვის

თსუ აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრი ლექსიკოგრაფიულ ცენტრთან თანამშრომლობით გთავაზობთ ტრენინგ–კურსს „ორენოვანი ლექსიკოგრაფიის მნიშვნელობა უცხო ენების სწავლებისათვის“.

კურსის მიზანია: უცხო ენის მასწავლებლებისათვის ორენოვანი აკადემიური, კომპეტენტური ლექსიკონების მნიშვნელობის გამოკვეთა ენის სწავლების პროცესში; ამ მიზნით მათთვის ბოლო ხანებში საზღვარგარეთ ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგების გაცნობა; ინგლისური ენის მასწავლებლებისათვის დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონის პრეზენტაცია, ლექსიკონის შედგენის ლექსიკოგრაფიული პრინციპების, ლექსიკონში შეტანილი ლექსიკოგრაფიული და ენციკლოპედიური ინფორმაციის ანალიზი; ზოგადად ლექსიკოგრაფიის მნიშვნელობის მიმოხილვა, ენისა და ენობრივი კოლექტივის კულტურის რთული ურთიერთმიმართების ანალიზი, რაც ლექსიკონებშია დოკუმენტირებული, ლექსიკოგრაფიის უდიდესი საგანმანათლებლო, კულტუროლოგიური და პოლიტიკური მნიშვნელობის განხილვა.

ტრენიგი უკვე ჩატარდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის თანამშრომლებისათვის, სადაც კურსმა დიდი დაინტერესება გამოიწვია.

თბილისში პირველი ტრენინგი იგეგმება 2011 წლის 5 ნოემბერს, 11:00 სთ–ზე
.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 3, თსუ მეორე კორპუსი, მცირე საკონფერენციო დარბაზი.

დაინტერესების შემთხვევაში ტრენინგები მომავალშიც დაიგეგმება.


ტრენინგში მონაწილეობა უფასოა.


გაიცემა სერტიფიკატი.


მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ ელექტრონულად:

ელექტრონული რეგისტრაციის ფორმა


დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მოგვმართოთ აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრში: თსუ მეორე კორპუსი, ოთახი 320, ტელ.: 222 36 52, ელფოსტა: tsuLLL@tsu.ge



Print

« იხ. ყველა სიახლე