2014-12-02

შეხვედრა ვილნიუსის უნივერსიტეტის სტუდენტებთან

სამშაბათს, 2 დეკემბერს 13 საათზე, თსუ-ს I კორპუსში, 115 აუდიტორიაში, გაიმართება შეხვედრა ვილნიუსის უნივერსიტეტის, საერთაშორისო ურთიერთობათა და პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის სტუდენტებთან, რომლებიც ეწვევიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გაცნობისა და დისკუსიის მიზნით. ასევე ვილნიუსის უნივერსიტეტის დოქტორანტი ბატონი ლაურინას იონავიჩუსი ჩაატარებს მოკლე ლექციას თემაზე: "საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის ევროპული პერსპექტივები". ვილნიუსის სტუდენტების სურვილია მოისმინონ ქართველი სტუდენტების მოსაზრება თუ როგორ ხედავენ საქართველოს ევროპაში ინტეგრაციას.
Print

« იხ. ყველა სიახლე