2015-10-29

გამოყენებითი ბიომეცნიერებისა და ბიოტექნოლოგიის პროგრამების ინდუსტრიულ პარტნიორებთან წლიური საანგარიშო შეხვედრა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 3 ნოემბერს, 11:30 საათზე   გაიმართებ ა შეხვედრა გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიის დარგში მოღვაწე ინდუსტრიის წარმომადგენლებთან. 2014 წლის 22 ოქტომბერს ხელი მოეწერა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს თსუ-სა და ბიომეცნიერებების დარგის განვითარებით დაინტერესებულ პარტნიორ ორგანიზაციებს შორის. აღნიშნულ თანამშრომლობას საფუძველი 2007-2013 წლებში ევროკავშირის ,,ტემპუსის’’ პროგრამით განხორციელებული პროექტების ფარგლებში ჩაეყარა.


მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, ბიბლიოთეკის მარო მაყვაშილის სახელობის მცირე სამკითხველო დარბაზი

დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. ბმული

 

Print

« იხ. ყველა სიახლე