2015-11-30

კონკურსი ქართველოლოგიაში შექმნილი საერთაშორისო მნიშვნელობის სამეცნიერო ნაშრომისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო პრემიის მოსაპოვებლად

1 დეკემბერს, ქართველოლოგიაში შექმნილი საერთაშორისო მნიშვნელობის სამეცნიერო ნაშრომისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადდება.

ქართველოლოგიაში შექმნილი საერთაშორისო მნიშვნელობის სამეცნიერო ნაშრომისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო პრემიის მოსაპოვებლად კანდიდატებმა უნდა წარადგინონ შემდეგი მასალები: 

•  პრემიის მინიჭებაზე წარმდგენის განცხადება;
•  კანდიდატის წერილობითი თანხმობა წარმდგენის სახელზე;
•  კანდიდატის ავტობიოგრაფია /CV/;
•  კანდიდატის ერთი გამოქვეყნებული ნაშრომი;
•  სხვა ნაშრომების ნუსხა.

აღნიშნული მასალები უნდა წარედგინოს 2015 წლის 1 დეკემბერიდან - 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
დოკუმენტაცია საპრემიო კომისიის სახელზე მიიღება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში (ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის N1, ოთახი N114) დადგენილ ვადებში ყოველ სამუშაო დღეს 10:00 საათიდან 17:00 საათამდე.

Print

« იხ. ყველა სიახლე