2013-10-29

შექსპირის დაბადებიდან 450 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის შექსპირის შემსწავლელი ცენტრი და რუსთაველის სახელმწიფო აკადემიური თეატრი აწყობს შექსპირის დაბადებიდან 450 წლისთავისადმი მიღძვნილ სამეცნიერო კონფერენციას.
კონფერენციაზე იმუშავებს რამდენიმე თემატური სექცია:
  • შექსპირის გავლენა შემდგომი ეპოქის ინგლისურ ლიტერატურაზე;
  • შექსპირის გავლენა სხვა ქვეყნების ლიტერატურაზე;
  • შექსპირი თეატრსა და კინოში;
  • ქართული შექსპირიანა (თარგმანები, კვლევა, თეატრალური ხორცშესხმა);
  • შექსპირის სწავლების პრობლემები და გამოცდილება.
კონფერენციის ფარგლებში მოეწყობა ქართული შექსპირიანას ამსახველი გამოფენა და მრგვალი მაგიდა.
მონაწილეობის მსურველებს, ვთხოვთ,  200  სიტყვიანი აბსტრაქტი და მოკლე CV მოგვაწოდოთ 31 მარტამდე მისამართზე:manana.gelashvili@tsu.ge , david.maziashvili@tsu.ge                                            
კონფერენციის სარეგისტრაციო თანხაა 60 ლარი.
კონფერენცია ჩატარდება 2014 წლის 1-3 მაისს
იხილეთ კონფერენციის ვებგვერდი:  shakespeare450.humanities.tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე