2015-04-23

მრგვალი მაგიდა “გეოპოლიტიკური დილემები. საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის გეგმები და მისი განმსაზღვრელი ფაქტორები”

2015 წლის 24 აპრილს 09:30-13:30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება მრგვალი მაგიდა თემაზე:“გეოპოლიტიკური დილემები. საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის გეგმები და მისი განმსაზღვრელი ფაქტორები”. ღონისძიების ორგანიზატორები არიან პოლონეთის კრაკოვის იაგელონიის უნივერსიტეტი და თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტი.
 
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ პოლონელი და ქართველი პროფესორები, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, ასევე საქართველოში ევროკავშირის დელეგაციისა და პოლონეთის საელჩოს წევრები.

მრგვალი მაგიდა იმართება საერთაშორისო კვლევითი პროექტის „გეოპოლიტიკური დილემები. გერმანია და პოლონეთი აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონის ევროპეიზაციის პროცესებსა და გამოწვევებთან დაკავშირებით“.
 
მრგვალი მაგიდის მონაწილე სტუდენტებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

ღონისძიება ეძღვნება ევროპის დღეებს საქართველოში.
 
სამუშაო ენა:  ინგლისური
 
მისამართი: ჭავჭავაძის გამზირი 3, თსუ IIკორპუსი , სართული 4, ოთახი #406, ევროპული კვლევების ინსტიტუტი

დღის წესრიგი:
 
09:00 – 09:30 რეგისტრაცია
 
09:30 – 10:00 მისასალმებელი სიტყვები
 
პროფ. ბოგდან შლაიჰტა - დეკანი, კრაკოვის იაგელონიის უნივერსიტეტის საერთაშორისო და პოლიტიკური სწავლების ფაკულტეტი
 
ნინო ლაპიაშვილი - დირექტორი, თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტი
 
ბორის იარიშევიჩი- ელჩის მოადგილე, საქართველოში ევროკავშირის დელეგაცია
 
წარმომადგენელი საქართველოში პოლონეთის საელჩოდან
 
 
I ნაწილი
 
10:00 – 10:15 თორნიკე ნოზაძე, ევროპული ინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში
 
10:15 – 10:30 სერგი კაპანაძე, ასოცირებული პროფესორი, თსუ, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი; დეკანი, კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლა; საქართველოს რეფორმათა ასოციაციის დირექტორი
 
10:30 – 10:45 ნატა ქორიძე, ნატოში ინტეგრაციის საკოორდინაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში
 
10:45 – 11:00 ელენე აგლაძე, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
 
 
II ნაწილი
 
 
11:00 – 11:15 ქეთევან ხუციშვილი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პროექტების ხელმძღვანელი; თსუ-ს სრული პროფესორი
 
11:15 – 11:30 თამარ ქოჩორაძე, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილებისა და პროექტების მართვის ხელმძღვანელი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი
 
11:30 – 11:45 ვახტანგ ჭარაია, რექტორის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი
 
11:45 – 12:00 ვასილ კაჭარავა, პროფესორი, ამერიკის შესწავლის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი
 
12:00 – 12:30 დისკუსია
 
12:30 – 13:00 ლანჩი
 

Print

« იხ. ყველა სიახლე