2013-03-01

სტუდენტთა I სამეცნიერო კონფერენცია „თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა აქტუალური პრობლემები“

ძვირფასო სტუდენტებო!

 
გიწვევთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ I სამეცნიერო კონფერენციაზე  „თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა აქტუალური პრობლემები“,  რომელიც ჩატარდება  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  2013 წლის  27 მაისს.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ თეზისები 15 აპრილამდე  ელ.ფოსტის მისამართზე ekaterinenavrozashvili@gmail.com
თეზისები წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულად და მისი  მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 250 სიტყვას (შრიფტი  Sylfaen 12; 1,5 ინტერვალი).
თითოეული მომხსენებლისათვის გათვალისწინებული იქნება 15 წუთი, მათ შორის 10 წუთი მოხსენებისათვის, 5 წუთი კი - დისკუსიისათვის. შესაბამისად, მოხსენების მოცულობა, სასურველია, არ                    აღემატებოდეს 5 გვერდს.

Print

« იხ. ყველა სიახლე