2017-03-03

ცხადდება კონკურსი თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერული მეცნიერების მიმართულების ფრანგულენოვანი აკადემიური პერსონალისთვის

ცხადდება კონკურსი თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერული მეცნიერების მიმართულების ფრანგულენოვანი აკადემიური პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად 2016/2017 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის   უნივერსიტეტში პარიზი 8 (საფრანგეთი)  http://www.univ-paris8.fr/

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
  • დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
  • გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი/მასპინძელი უნივერსიტეტი)

დაინტერესებულმა პირებმა ა/წ 10 მარტის 17 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე: erasmusplus@tsu.ge

პასპორტის ასლი 
ცნობა სამსახურიდან (ფრანგულ ენაზე)
CV-ს ევროპული ფორმატი (ფრანგულ ენაზე)
მოტივაციის წერილი (ფრანგულ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
ერთი სარეკომენდაციო წერილი (ფრანგულ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
სამუშაო გეგმის მონახაზი (ფრანგულ ენაზე) 
წინასწარი მიღების წერილი მასპინძელი უნივერსიტეტიდან (ოფიციალური წერილი არ არის სავალდებულო, ელ-ფოსტაზე მიღებული თანხმობაც საკმარისია)

სტიპენდიის ხანგრძლივობა:
14 დღე

სტიპენდია მოიცავს: 
140 ევრო დღიური სტიპენდია + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ანაზღაურება

შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და 
საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!!!

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: 
erasmusplus@tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე