2017-02-21

დასაქმების ფორუმი

4 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახლემწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება დასაქმების ფორუმი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ კერძო და საჯარო სფეროს დამსაქმებლები და თსუ-ს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შესთავაზებენ მიმდინარე ვაკანსიებს, სტაჟირებებსა და კარიერული განვითარების სხვა შესაძლებლობებს.

ღონისძიების ორგანიზაორია სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრი. დაინტერესებულ სტუდენტებს  და მონაწილეობის მსურველ დამსაქმებლებს შეუძლიათ, მიმართონ ცენტრს დამატებითი ინფორმაციისთვის; ტელ: 2294565, ელ. ფოსტა:career@tsu.ge  ან ფეისბუქ გვერდის საშუალებით.
Print

« იხ. ყველა სიახლე