2016-09-16

მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალი

17 სექტემბერს მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალი 2016 იწყება!

ყველა მსურველს ერთი კვირის განმავლობაში ექსპო ჯორჯიას საგამოფენო სივრცეში (წერეთლის გამზ. 118.) შესაძლებლობა გექნებათ დაათვალიეროთ ინოვაციების გამოფენა, დაესწროთ ბრიტანულ სამეცნიერო შოუს, ჩაერთოთ სახალისო ექსპერიმენტებში და სხვადასხვა შემეცნებით - გასართობ ღონისძიებებში. იმოგზაუროთ ცერნის ბირთვული კვლევების ინტერაქტიულ გვირაბში. დაესწროთ გამოფენებს, პრეზენტაციებს, საჯარო ლექციებს და სხვა უამრავ საინტერესო ღონისძიებას. ფესტივალი საზეიმოდ 25 სექტემბერს, გრანდიოზული კონცერტით დაიხურება.

იხილეთ პროგრამა

Print

« იხ. ყველა სიახლე