2015-04-16

ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის წარმომადგენლები თსუ-ში

21 აპრილს, 16:30 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის წარმომადგენლები თსუ სტუდენტებისათვის  საინფორმაციო სახის ლექცია-პრეზენტაციას ჩაატარებენ, რომელიც შეეხება სტიპენდიებსა და უფასო სამაგისტრო პროგრამებს (განსაკუთრებით ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში).

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1 თსუ-ს I კორპუსი, 101-ე აუდიტორია
Print

« იხ. ყველა სიახლე