2016-06-03

ლექციების ციკლი ბიბლეისტიკაში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ებრაისტიკა-არამეისტიკის დეპარტამენტი წარმოგიდგენთ ლექციების ციკლს ბიბლეისტიკაში. ლექციებს 23 მაისიდან 13 ივნისამდე პერიოდში, ყოველ ორშაბათს 15:00 საათზე, წაიკითხავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ კიკნაძე შემდეგ თემებზე:

1.    ბიბლია ელინიზმის კონტექსტში - 23 მაისი
2.    ძველი აღთქმის პროფეტიზმი - 30 მაისი
3.    რეალობის თვისობრივი დონეები ძველი აღთქმის სამყაროში (წმიდა-რიოში-არაწმიდა) – 6 ივნისი
4.    ბაბილონის გოდლის პარადიგმა - 13 ივნისი

მისამართი: თსუ,  I კორპოუსი, აუდიტორია  N 202
Print

« იხ. ყველა სიახლე