2020-09-25

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „ფილოსოფია და თანამედროვეობა’’

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ფილოსოფიის სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტი 2020 წლის 19-20 ნოემბერს ატარებს იუნესკოს პროგრამის ფარგლებში ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ  საერთაშორისო კონფერენციას - ,,ფილოსოფია და თანამედროვეობა’’.     

კონფერენცია ეძღვნება გამოჩენილი ქართველი ფილოსოფოსის მერაბ მამარდაშვილის დაბადებიდან 90-ე და გარდაცვალებიდან 30-ე წლისთავს.   

კონფერენციის მიზანია:
  • სამეცნიერო და საგანმანათლებლო აქტივობა თანამედროვე ფილოსოფიურ აზროვნებაში, ფილოსოფიის დარგების – მეტაფიზიკის, ონტოლოგიის, მორალის ფილოსოფიის, პოლიტიკური ფილოსოფიის, ესთეტიკის, ანთროპოლოგიის, მეცნიერების ფილოსოფიის, კულტურის ფილოსოფიის  და ა.შ. მიმართულებით
  • საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში აღნიშნული პრობლემატიკით დაინტერესებული პროფესორებისა და სტუდენტების შეკრება და მათი სამეცნიერო მუშაობის სტიმულირება.
  • პრობლემით დაინტერესებულ ქართველ მეცნიერთა მუშაობის კოორდინირება და მათი კონტაქტების გაღრმავება უცხოელ კოლეგებთან.

კონფერენციისთვის წარსადგენი მოხსენებების თემატიკა მოიცავს ფილოსოფიის დარგებს, ცნობიერების ფილოსოფიის, მეტაფიზიკის, ანთროპოლოგიის, მორალის ფილოსოფიის, პოლიტიკური ფილოსოფიის, კულტურის ფილოსფიისა და ხელოვნების სფეროებს.

მიზანშეწონილია და განსაკუთრებით მივესალმებით ყველა სფეროში მერაბ მამარდაშვილის ფილოსოფიური მემკვიდრეობის გარშემო წარმოდგენილ მოხსენებებსა და შედარებითი კვლევის შედეგებს.

კონფერენცია გაიხსნება 2020 წლის 19 ნოემბერს, 10:00 საათზე.

მისამართი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  I კორპუსი, ი. ჭავჭავაძის გამზ. #1,

სამუშაო ენა: ქართული და ინგლისური

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
  • მოხსენების სათაური, მომხსენებლის სახელი და გვარი,
  • აკადემიური სტატუსი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი
  • მოხსენების ტექსტი ელექტრონული ვერსია, (10-12 გვ. A4 ფორმატი, შრიფტი აკადნუსხური, ზომა 12,  ინტერვალი 1 )
  • გაფართოებული რეზიუმე ინგლისურად (3 გვ. A4 ფორმატი, შრიფტი აკადნუსხური, ზომა 12, ინტერვალი 1 )

გთხოვთ მიუთითოთ მოხსენებისათვის საჭირო ტექნიკა.

კონფერენციაზე წარსადგენი ყველა მასალა, როგორც მიბმული დოკუმენტი (დანართი), უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე: demuri.jalagonia@tsu.ge, ან  anastasia.zakariadze@tsu.ge,  არაუგვიანეს 2020 წლის 5 ნოემბრისა.

კონფერენციაზე წარსადგენ მოხსენებებს შეარჩევს საორგანიზაციო კომიტეტი.

მისამართი: ოთახი 205, თსუ ფილოსოფიის სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი,  ი. ჭავჭავაძის გამზ. 3.
ტელ : 222-11-89
Print

« იხ. ყველა სიახლე