2013-10-01

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსი დოქტორანტებისთვის

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი 2013-2014 წლების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსს აცხადებს. 

კონკურსის მიზანია დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის, მისი თანმდევი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა და უცხო ენის სწავლის დაფინანსების გზით:
  • სახელმწიფოში ინტელექტუალური პოტენციალის განვითარება და მაღალი კვალიფიკაციის სამეცნიერო პერსონალის მომზადება; 
  • უნივერსიტეტში არსებული ინტელექტუალური პოტენციალის მიზნობრივი გამოყენება;
  • სამეცნიერო კვლევისათვის სათანადო პირობების შექმნა; 
  • სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის ინტეგრირება.

ელექტრონული რეგისტრაცია შესაძლებელია 2013 წლის 30 სექტემბრიდან 25 ოქტომბრის 24.00 საათამდე;
კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების ფონდში წარდგენის ბოლო ვადაა 2013 წლის 29 ოქტომბრის 18:00 საათი;

Print

« იხ. ყველა სიახლე