2020-03-09

ცხადდება საბუთების მიღება 2020-2021 ს/წ ჩინეთი/ UNESCO-ს ერთობლივ სასტიპენდიო პროგრამაზე

გამოცხადდა საბუთების მიღება 2020-2021 სასწავლო წლის ჩინეთი/ UNESCO-ს ერთობლივ სასტიპენდიო პროგრამაზე, რომელიც ითვალისწინებს უმაღლესი განათლების სხვადასხვა საფეხურის სტუდენტების სწავლას ჩინეთის უნივერსიტეტებში.

 დეტალური ინფორმაცია სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის პირობების, აუცილებელი საბუთების და ჩინეთის უნივერსიტეტების შესახებ იხილეთ დანართში ( 1. 2.)  და ბმულზე;
 
გარდა ბმულზე მითითებული საბუთებისა აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს:
  • CV
  • სამოტივაციო წერილი
 განაცხადების მიღება იწარმოებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში 10 მარტის ჩათვლით.

 ეს ინფო  ასევე შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ვებზე.


Print

« იხ. ყველა სიახლე