2016-07-19

საერთაშორისო საენათმეცნიერო საზაფხულო სკოლა "გენერატიული გრამატიკა"

25 ივლისიდან-05 აგვისტომდე  ლაგოდეხის დინამოს სპორტულ ბაზაზე ფრანგი ენათმეცნიერების ორგანიზებით ტარდება საერთაშორისო საენათმეცნიერო საზაფხულო სკოლა "გენერატიული გრამატიკა" (EGG, იხ. http://www.eggschool.org/). სკოლის მუშაობაში საქართველოს მხრიდან მონაწილეობას იღებენ ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის პროფესორები და სტუდენტები.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ პროგრამა

გთხოვთ, მობრძანდეთ!

მისამართი: ქ. ლაგოდეხი, თავისუფლების ქუჩა, “დინამოს” სპორტული ბაზა

Print

« იხ. ყველა სიახლე