2011-04-19

აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის განცხადება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამებთან დაკავშირებით

თსუ–ში 2009 წლიდან მოქმედებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების 13 საგანმანათლებლო პროგრამა, რომელთა ერთი ნაწილის აკრედიტაციის ვადა 2011 წლის მარტში დასრულდა, მეორე ნაწილს კი ვადა  მაისში ეწურება.

აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრი თსუ–ის ფაკულტეტებს  და პროფესორ–მასწავლებლებს თხოვს, 2011 წლის 13 მაისის ჩათვლით წარმოადგინონ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალი საგანმანათლებლო პროგრამები.

 
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის მომზადების რეკომენდაციების და საჭირო დოკუმენტაციის შესახებ ინფორმაცია იხილეთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებ გვერდზე.

 
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ თსუ აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრს.

მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზირი №3, თბილისი , 0179, საქართველო , ოთახი №320 , ტელ .:  22-36-52 , ელფოსტა : tsuLLL@tsu.ge
Print

« იხ. ყველა სიახლე