2011-05-23

კონკურსი Web Marketing!

NCIB იწყებს უპრეცედენტო, ინოვაციურ და ყველაზე მასშტაბურ კონკურსს Web Marketing!

თქვენ გეძლევათ შანსი, გახდეთ თქვენთვის სასურველი კომპანიის ვირტუალური ვებ მარკეტინგის მენეჯერი, შესთავაზოთ მათ ახალი იდეები, დაწეროთ ვებ მარკეტინგის სტრატეგია და მეორე ტურში გადასვლის შემთხვევაში განახორციელოთ თქვენი ლობისტი კომპანიის პიარი ონლაინ!

კონკურსში გამარჯვებულს საჩუქრად გადაეცემა ფულადი პრემია 5,000 ლარის ოდენობით! მხარდამჭერი კომპანიები კი გამარჯვებულებს სხვადასხვა პრიზებით დააჯილდოვებენ.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მსურველს. ამისთვის აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია 10 ივნისამდე ვებ-გვერდზე www.contest.ncib.ge და კომპანიათა ჩამონათვალიდან აირჩიოთ თქვენთვის სასურველი. რეგისტრაციის დასრულებისთანავე, თქვენ მიიღებთ კონკრეტულ დავალებას, რომლის ასლიც გადმოგეგზავნებათ მითითებული ელ-ფოსტის მისამართზე.

კონკურსის მეორე ეტაპზე გადავა კომპეტენტური ჟიურის მიერ შერჩეული საუკეთესო ხუთი სტრატეგია. თითოეულ კონკურსანტს მიეცემა სპეციალური ვებ სივრცე 6 კვირის განმავლობაში ლობისტი კომპანიის პიარისა და საკუთარი იდეების განხორციელებისთვის. კონკურსის სრული ხანგრძლივობა შეადგენს 2 თვეს.

გაიმარჯვებს, ის კონკურსანტი, ვისი გვერდიც უფრო რეიტინგული და ცნობადი გახდება. შეფასება მოხდება ვიზიტორების რაოდენობის მიხედვით.

გამოვლინდება ხალხის რჩეულიც – ფართო საზოგადოება შეაფასებს კონკურსანტების მიერ განხორციელებულ აქტივობებს და გამოავლენს საუკეთესოს.

ეს არის პროექტი, რომელიც ჩააბამს არა მარტო web marketing-ით დაინტერესებულ კონკურსანტებს, არამედ ათასობით გულშემატკივარს, მონაწილე კომპანიებს და მათ თანამშრომლებს.

კონკურსი დასრულდება ივლისის ბოლოს. დაჯილდოების ცერემონიალი ჩატარდება "ბოულინგ ცენტრალში", სადაც გაიმართება მინი ტურნირი ბოულინგში გამარჯვებულ კონკურსანტებსა და კომპანიების წარმომადგენლებს შორის.

მიიღე გამოწვევა და მოიფიქრე ახალი!

ან უგულშემატკივრე შენს რჩეულ მონაწილეს და კომპანიას!

პროექტის გენერალური მედია სპონსორია The FINANCIAL.

სპონსორები არიან:  ”ჯი-მარტი”, ”რადიო კომერსანტი”, ”B კრედიტი” და ”ბოულინგცენტრალი”.

Print

« იხ. ყველა სიახლე