2013-06-25

1921 წელს საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპული უნივერსიტეტის სტუდენტების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის განთავსებასთან დაკავშირებული კომისიის შეხვედრა


26 ივნისს, 12.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  საკონკურსო კომისიის წევრებთან შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაზე  ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში 1921 წელს საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპული უნივერსიტეტის სტუდენტების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის განთავსების საკითხი განიხილება. საკონკურსო კომისიის შემადგენლობა განსაზღვრულია თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანების (#66/02-01, 17.06.2013) საფუძველზე.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი


Print

« იხ. ყველა სიახლე