2014-05-08

სტუდენტთა საყურადღებოდ!

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ქართველური ონომასტიკის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი სთავაზობს სტუდენტებს გახდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში შენარჩუნებული იშვიათი ქართული ლექსიკური ერთეულების  სიტყვების შემკრებნი

ონომასტიკის ცენტრის თანამშრომლები დაეხმარებიან და კონსულტაციას გაუწევენ სტუდენტებს, რომლებიც მოისურვებენ თავის მშობლიურ რეგიონებში, საქართველოს სხვადასხვა სოფელსა და ქალაქში, ჩაწერონ, აღწერონ და იკვლიონ ქართული ონომასტიკური მასალა, კერძოდ: 
  • ადგილის სახელები – ტოპონიმები;
  • მდინარეთა სახელები – ჰიდრონიმები; 
  • ადამიანთა სახელები – ანთროპონიმები;
  • ცხოველთა სახელები – ზოონიმები;
  • ღვთაებათა სახელები – თეონიმები;
  • ციურ სხეულთა სახელები – კოსმონიმები. 
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ქართველური ონომასტიკის ს/კ ცენტრის ხელძღვანელს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, ბატონ პაატა ცხადაიას; თსუ მე-8 კორპუსი, ოთახი №313, ქართველური ონომასტიკის ს/კ ცენტრი.
რეგისტრაციისათვის დაუკავშირდით ქართველური ონომასტიკის ს/კ ცენტრის თანამშრომელს დოდო შონიას ამა წლის 25 ივნისამდე. 

ტელ.: 5 58 24 36 67; ელექტრო ფოსტა:  dodo.shonia@tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე