2012-10-06

სასერტიფიკატო და ტრენინგ-კურსი "მენეჯმენტის გამოწვევები და ლიდერი ორგანიზაციაში"

მენეჯმენტის გამოწვევები და ლიდერი ორგანიზაციაში  
წარმატებული ლიდერი ნებისმიერი ორგანიზაციისა თუ გუნდის წარმატების საწინდარია. ჩვენი კურსი დაგეხმარებათ აღმოაჩინოთ და განავითაროთ საკუთარ თავში ლიდერისათვის აუცილებელი უნარები.

კურსის დასრულების შემდეგ მსმენელს შეეძლება:    
•      საკუთარი ძლიერი მხარეების აღმოჩენა–განვითარება;
•      საკუთარი თავისა და დროის მართვა;
•      პროექტების შემუშავება და მართვა;
•      ახალი იდეების გენერირება;
•      ადამიანის მოტივირება და საერთო მიზნისაკენ წარმართვა;
•      პერსონალის მოზიდვა,  შერჩევა,  მოტივირება და მართვა;
•      დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობა;
•      პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა;
•      ბალანსის დაცვა მუშაობასა და დასვენებას შორის;
•      ნაკისრი ვალდებულებების განხორციელება და ბოლომდე მიყვანა;

პედაგოგები:  ზაზა ქოიავა, ოთარ ბაღათურია

სწავლების ენა:
ქართული

ინტენსიური ტრენინგ-კურსი:

ხანგრძლივობა: 6 დღე (დღეში 3 საათი)

ღირებულება:  200 ლარი
თსუ–ის თანამშრომლებისათვის – 170 ლარი
თსუ–ის სტუდენტებისათვის – 150 ლარი

სასერტიფიკატო კურსი:

კურსის ხანგრძლივობა:  6  კვირა (36 საათი  - კვირაში 2 ჯერ, დღეში 3 საათი)

კურსის ღირებულება:  400 ლარი
თსუ–ის  თანამშრომლებისათვის – 370 ლარი
თსუ–ის  სტუდენტებისათვის – 350 ლარი


კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა თსუ-ის სერტიფიკატი



კურსები ჩატარდება თსუ-ის II კორპუსში, ილია ჭავჭავაძის გამზ. # 3


კურსი დაიწყება 22 ოქტომბრიდან.

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს    http://www.tsu.edu.ge/ge/government/administration/departments/lll/registration
საკონტაქტო ინფორმაცია: ილია ჭავჭავაძის 3 (თსუ მეორე კორპუსი), ოთახი 103, ტელ.: 222 36 52, email: tsulll@tsu.ge.

Print

« იხ. ყველა სიახლე