2015-06-12

„ქართველოლოგიის დარგში იაკობ გოგებაშვილის სახელობის სამეცნიერო პრემია“ და „იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი ქართველოლოგიის დარგში სამეცნიერო კონფერენცია“

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქართველოლოგიური დარგების განვითარების ხელშეწყობისათვის ატარებს იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას ქართველოლოგიის დარგში, აგრეთვე დაწესდა ქართველოლოგიის დარგში იაკობ გოგებაშვილის სახელობის სამეცნიერო პრემია.

კონფერენცია ჩატარდება უნივერსიტეტში 2 წელიწადში ერთხელ, საკონფერენციო წლის 27 ოქტომბერს (იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს). 

ქართველოლოგიის დარგში იაკობ გოგებაშვილის სახელობის სამეცნიერო პრემიის მინიჭება ხდება უნივერსიტეტის მიერ 2 წელიწადში ერთხელ, საპრემიო წლის 27 ოქტომბერს. პირველი კონფერენციის ჩატარება და პრემიის გაცემა ხდება 2015 წელს.

კონფერენციის ჩატარების დებულება და პრემიის მინიჭების წესი: ბრძანება №:61/01-01, 2015-04-20


Print

« იხ. ყველა სიახლე