2017-07-26

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2017 - კონკურსების გამოცხადების შესახებ

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში გაიმართება სამეცნიერო ჟურნალისტიკის სტუდენტური კონკურსი და სამეცნიერო თემაზე შექმნილი ფოტო კონკურსი.

სამეცნიერო ჟურნალისტიკის სტუდენტური კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდებიან სამ ნომინაციაში:
  • საუკეთესო სამეცნიერო-პოპულარული აუდიო-ვიზუალური მასალა (სიუჟეტი, რეპორტაჟი, კლიპი, ვიდეორგოლი და სხვ.);
  • საუკეთესო სამეცნიერო-პოპულარული ბლოგი;
  • საუკეთესო სამეცნიერო-პოპულარული საჟურნალე/საგაზეთო მასალა.

სამეცნიერო თემაზე შექმნილ ფოტო კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდებიან ორ ნომინაციაში:
  • „სამეცნიერო თემაზე შექმნილი ფოტო ნამუშევარი/სერია“;
  • „მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალი 2016-ის ამსახველი ფოტო ნამუშევარი“;

კონკურსების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ფესტივალის ვებგვერდზე
Print

« იხ. ყველა სიახლე