2014-12-26

კონკურსი ოთარ ჩხეიძის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად

ცხადდება კონკურსი ოთარ ჩხეიძის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის I კურსის მაგისტრანტებისათვის (200 ლარი თვეში ერთი წლის ვადით).

სტიპენდიის მოსაპოვებლად საჭიროა წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:
  • განცხადება
  • CV
  • აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი სასწავლო ბარათიდან)
  • პროფესორის სარეკომენდაციო წერილი
  • ერთი ნაშრომი (ლიტერატურული ნაწარმოები, თარგმანი ან სამეცნიერო სტატია), რომელიც, მაგისტრანტის აზრით, საუკეთესოდ წარმოაჩენს მის კვლევით ან შემოქმედებით უნარებს.

საბუთები მიიღება 2015 წლის 12 იანვრიდან 30 იანვრის ჩათვლით 10.00-დან 17.00 საათამდე თსუ I კორპუსის 208-ე ოთახში.

Print

« იხ. ყველა სიახლე