2018-09-06

მაგისტრანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!

ინფორმაცია კონკურსანტთათვის!
უცხო ენის გამოცდის შედეგების გამოცხადება – 6 სექტემბერი;
უცხო ენის გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 7 სექტემბერი (თსუ, I კორპუსი, კანცელარია, ოთახი #114);
აპელაცია შედგება – 10 სექტემბერს (თსუ, ბიბლიოთეკის შენობა, უნივერსიტეტის ქ.№11 (მაღლივი) 12.00 სთ–ზე);
აპელაციის შედეგების გამოცხადება – 10 სექტემბერი;

გამოცდა სპეციალობაში ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის შემდეგი პროგრამებისთვის: მასწავლებელთა განათლება, განათლების ფსიქოლოგია და კვლევა, იურიდიული ფსიქოლოგია, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის შემდეგი პროგრამებისთვის: დიპლომატია და საერთაშორისო პოლიტიკა, საზოგადოებრივი გეოგრაფია, მასობრივი კომუნიკაციის  და მედიის კვლევა, კულტურის და მედიის სოციოლოგია, სახელმწიფო მართვა და საჯარო პოლიტიკა, გენდერის კვლევა, ეკონომიკისა და ბიზნესის, მედიცინის და იურიდიული ფაკულტეტებისათვის ჩატარდება 7 სექტემბერს 9.00 სთ–ზე, ხოლო, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტების დანარჩენი პროგრამებისთვის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტებისა და სამაგისტრო პროგრამისთვის „მიგრაციის მართვა“ ჩატარდება 7 სექტემბერს 14.30 სთ–ზე თსუ, ბიბლიოთეკის შენობა, უნივერსიტეტის ქ.№11 (მაღლივი);

გამოცდის შედეგების გამოცხადება – 11 სექტემბერი;
გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 12 სექტემბერი  (თსუ, I კორპუსი, კანცელარია);
აპელაცია შედგება – 13  სექტემბერი (თსუ, ბიბლიოთეკის შენობა, უნივერსიტეტის ქ.№11 (მაღლივი), 11.00 სთ–ზე)
აპელაციის შედეგების გამოცხადება – 13 სექტემბერი.
ხელშეკრულების გაფორმება მაგისტრანტობის კანდიდატებთან - 14-17 სექტემბერი.

Print

« იხ. ყველა სიახლე