2015-06-19

„აკაკი წერეთელი და მისი ეპოქა“

2015 წელს დიდი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის აკაკი წერეთლის დაბადებიდან 175 და გარდაცვალებიდან 100 წლისთავი სრულდება. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ამ თარიღს 2015 წლის 21-23 ივნისს აღნიშნავს.

22 ივნისს, 10.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკაკი წერეთლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „აკაკი წერეთელი და მისი ეპოქა“ გახსნა და აკაკისადმი მიძღვნილი წიგნების პრეზენტაცია გაიმართება. საერთაშორისო კონფერენციას დაესწრებიან სტუმრები უკრაინის, ლატვიის და სხვა ქვეყნების უნივერსიტეტებიდან.  ასევე, მონაწილეები საქართველოს უნივერსიტეტებიდან.

21 ივნისს, 11:00 საათი -  მთაწმინდის პანთეონში აკაკის საფლავის გვირგვინით შემკობა.

22 ივნისი
09:00-09:45 საათი -  საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ,,აკაკი წერეთელი და მისი ეპოქა“, მონაწილეთა რეგისტრაცია (თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე)
09:45 საათი - აკაკის ბიუსტის ყვავილებით შემკობა (თსუ პირველი კორპუსის ეზო)
10:00 საათი  -  საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ,,აკაკი წერეთელი და მისი ეპოქა“, გახსნა და პლენარული სხდომა (თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე)
(პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე)
12:00 საათი - აკაკისადმი მიძღვნილი წიგნების პრეზენტაცია (თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე)
14:00 საათი  - აკაკისადმი მიძღვნილი გამოფენა (თსუ პირველი კორპუსი, III სართული, გალერეა)
14:30-18:00 საათი  - საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ,,აკაკი წერეთელი და მისი ეპოქა“ სექციური მუშაობა
18:00 საათი  -  აკაკისადმი მიძღვნილი ფილმის ჩვენება (თსუ პირველი კორპუსი, 115-ე აუდიტორია)

23 ივნისი
10:00 საათი - სტუდენტთა რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენციის ,,აკაკი წერეთელი და მისი ეპოქა" გახსნა (თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე)
(პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე)

სტუდენტური ღონისძიებები:
12:00 საათი  -  ,,ვკითხულობთ აკაკის“
14:00  საათი - ,,უკვდავი მეგობრობა“
10:00-18:00 საათი - საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ,,აკაკი წერეთელი და მისი ეპოქა“ სექციური მუშაობა

Print

« იხ. ყველა სიახლე