2013-10-10

პროექტი „არჩევნები და არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობა“ სტუდენტებისთვის

16 ოქტომბერს, 11.00 და 14.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი იწყებენ პროექტის ”არჩევნები და არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობა” განხორციელებას.

პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდა ამომრჩეველთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებისა და არჩევნებში მათი ჩართულობის ხელშეწყობას. პროექტში მონაწილეობას მიიღებენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პირველი და მეორე კურსის სტუდენტები სხვადასხვა ფაკულტეტიდან.

პროექტი განხორციელდება უშუალოდ უნივერსიტეტში. ჩატარდება ჯგუფების რაოდენობის შესაბამისი სემინარები. ჯგუფები დაკომპლექტდება მაქსიმუმ 30 სტუდენტისაგან. სემინარის ხანგრძლივობა - 1სთ 30წთ . სემინარში მონაწილე სტუდენტებზე გაიცემა სერტიფიკატი.

მსურველებმა გაიარეთ რეგისტრაცია  sms.tsu.ge -ზე
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 2 22 23 91

მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. რეგისტრაცია შეწყდება თითოეულ ჯგუფში 30 სტუდენტის დარეგისტრირების შემდეგ.

სემინარები ჩატარდება მისამართზე: ი.ჭავჭავაძის  №1, თსუ I კორპუსის ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი.

Print

« იხ. ყველა სიახლე