2016-04-11

„დასაქმების სააგენტო ეიჩარის“ წარმომადგენლები თსუ-ს სტუდენტებს შეხვდებიან

13 აპრილს, 15:00 საათზე, თსუ I კორპუსის  115-ე აუდიტორიაში, „დასაქმების სააგენტო ეიჩარის“ წარმომადგენლები შეხვდებიან თსუ-ს სტუდენტებს.

20 მაისს „დასაქმების სააგენტო ეიჩარის“ ორგანიზებით, თბილისში გაიმართება „დასაქმების ფორუმი 2016“.  ღონისძიებამდე თსუ-ში სტუდენტებს შეხვდებიან  პროექტის კოორდინატორები და გააცნობენ პროექტის მიზნებსა და შედეგებს,  ასევე  გაუზიარებენ რეზიუმეების აწყობასა და შერჩევის პროცესთან დაკავშირებულ გამოცდილებას, შეხვედრა იქნება ინტერაქციული.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს ან რეზიუმეები გააგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე jobfair@hr.com.ge
Print

« იხ. ყველა სიახლე