2013-01-30

მოკლევადიანი გრანტები დოქტორანტებისთვის და ახალგაზრდა მკვლევარებისთვის

”კავკასიის შვეიცარული აკადემიური ქსელი”(Academic Swiss Caucasus Net) 5-წლიანი პროგრამაა, რომლის მიზანია სამხრეთ კავკასიაში ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების განვითარება. იგი ფინანსდება ”გებერტ რიუფ ფონდიდან” და ხორციელდება ფრიბურგის უნივერსიტეტის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ინტერფაკულტეტური ინსტიტუტის მიერ.

 პროგრამა ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მიმართულების მკვლევარებს შესაძლებლობას მისცემს მოკლევადიანი გრანტები მოიპოვონ ფრიბურგისა და შვეიცარიის სხვა უნივერსიტეტებში. გრანტები დოქტორანტებს და ასისტენტ პროფესორებს სთავაზობს:

  • შვეიცარიაში გამართულ კონფერენციებში მონაწილეობას;
  • მეცნიერთა  გაცვლით პროგრამებს, შვეიცარიის აკადემიურ ინსტიტუტებში ვიზიტებს, რომელთა მიზანიცაა  თანამშრომლობის ხელშეწყობა;
  • სპეციფიკურ კვლევით პროექტებთან დაკავშირებულ ვიზიტებს;
  • სამეცნიერო  ნაშრომზე  მუშაობის პროცესში შვეიცარიის უნივერსიტეტების კვლევითი ინფრასტრუქტურის გამოყენებას(ბიბლიოთეკები, კვლევითი ცენტრები, პუბლიკაციები და სხვა).
გრანტი საშუალებას მისცემს მის მფლობელებს, გააფართოვონ თავიანთი აკადემიური ქსელი, შეხვდნენ კოლეგებს თვიანთ დარგსა და ექსპერტიზაში. გრანტები განკუთვნილია საქართველოს ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მიმართულების მკვლევარისთვის.

დეტალური ინფორმაცი, სააპლიკაციო ფორმა და ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ პროგრამის ვებგვერდზე:
http://ascn.ch/en/grants_scholarships/Short-term-grants.html

Print

« იხ. ყველა სიახლე